ქართველი კარატისტი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წევრი კიოშუინკაი კარატეში ანდრეი ზინჩენკო იაპონიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

65-კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანდრეიმ ჯერ აზერბაიჯანელი სამრან მამადოვი დაამარცხა. შემდეგ იორდანიელ აბუ ჰანტაშ ომარს მოუგო. ნახევარფინალში ზინჩენკოს მეტოქე ირანელი სადეღ მუჰამად ღანბარი გახლდათ და ანდრეიმ ისიც დაამარცხა. ფინალში კი, ქართველი კარატისტის წინააღმდეგ რუსი ივან ტუმაშევი დადგა და ზინჩენკომ მასაც აჯობდა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

თუმცა, ეს არ ყოფილა ქართველების მიერ მოპოვებული ერთადერთი მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან - 60 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა სერგო მოვსესიანმა,
რომელმაც ფინალში არტურ არუშანიანთან წააგო. 95 კგ + წონით კატეგორიაში კი ლაშა კამარაულმა მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული